ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ცილისწამება - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პრემიერის ბრალდებებზე

16.09.21 02:31
ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ცილისწამება - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პრემიერის ბრალდებებზე

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს, თითქოს სუს-იდან ინფორმაცია მან გამოიტანა, სიცრუეს უწოდებს. ხოჯევანიშვილის გამოძიების დაწყებას ითხოვს და ამბობს საგამოძებო უწყებებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კურატორად არასდროს უმუშავია. 

ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტური სიცრუე, აბსოლუტური ცილისწამება. მე უამრავი წელია ვმსახურობ სახელმწიფოსთვის, ვაზროვნებ სახელმწიფოებრივად. მე არ ვაპირებ ამ საკითხზე ჭორაობას. აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, ჩატარდეს გამჭვირვალე და ღია გამოძიება და ნათელი მოეფინოს ყველაფერს. ეს არის უმნიშვნელოვანეს ჩემთვის. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს არ ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რსაცა ცალსახად გიდასტურებთ და მე მინდა თეა წულუკიანს მივმართო, რომ თავის საკურატურო სფეროებს მიხედოს, უცებ არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება, - ამბობს ხოჯევანიშვილი.