გახარიას პარტიამ ზეწოლის 100-ზე მეტ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა
გიორგი გახარიას პარტიამ პროკურატურას წინასაარჩევნო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში 100-ზე მეტ ფაქტთან დაკავშირებით შეიტანეს საჩივარი.
წერილობითი განცხადება ასზე მეტი ფაქტით დღესვე წარედგინება საგამოძიებო უწყებას. მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოიძიოს პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისტემური ხასიათი, გამოიძიოს სისტემური ხასიათი, გამოიძიოს "ოცნების" მხრიდან ძალოვანი უწყებების გამოყენებით, შიშის დანერგვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წევრების, მხარდამჭერების დევნა, მუქარა", - თქვა მეზვრიშვილმა.