გვარამიას მოწყობილი შოუ იყო დეზინფორმაცია - მდინარაძე ოპერატორის დაშავებაზე

16.09.21 14:05
გვარამიას მოწყობილი შოუ იყო დეზინფორმაცია - მდინარაძე ოპერატორის დაშავებაზე

"ქართული ოცნების"  აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის, მტკიცებით, ქარელში "მთავარი არხის" ოპერატორის გადმოგდების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს  მიზანმიმართული  დეზინფორმაცია იყო. მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე კადრები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, ქარელის შტაბის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 

ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა დეზინფომაციას, ასევე მანიპულაციას, ზიზღის ენას, როგორც იტყვიან იყო სრული ბუკეტი, რაზეც ჩვენ 2 დღის წინ ვისაუბრეთ. გვარამიას წამოსცდა ერთ-ერთ ჩართვაში, რომ ოპერატორი კი არ გადმოაგდეს, არამედ გადმოვარდა

მოვუწოდებთ "მთავარ არხს", გაავრცელოს ის კადრები, რაც აქვთ და მალავდნენ", - თქვა მდინარაძემ პარტიის საგანგებო ბრიფინგზე.