თქვენ იყავით სისტემის ნაწილი და ერთ-ერთი დამნაშავე ხართ - ნონა მამულაშვილი მეზვრიშვილს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი "ოცნების" ძალადობრივი სისტემის ნაწილად მოიხსენია. მწვავე დებატები ოპოზიციონერ ლიდერსა და "ოცნების" ყოფილ წევრს შორის "ტვ პირველის" ეთერში ანა ახალიას "დღის ამბებში" გაიმართა.
თქვენც იყავით შემოქმედი ერთ-ერთი ამ სისტემის, მიუხედავად იმისა რომ ბოლოს გამოიქეცით, იმიტომ რომ ნახეთ რომ სრულიად დამპალ სისტემას ემსახურებოდით და ხელი შეუწყვეთ ამის შექმნაში და დღეს იძახით, რომ თურმე თქვენ იყავით ყველაზე კარგები ამ სისტემაში არაფერი დანაშაული თქვენ არ მიგიძღვით, თურმე ეს სისტემა თავითვის რაღაცას აკეთებდა და ამ ყველაფერს თქვენ ვერ ხედავდით, გამოდით და თქვით, რა ხდებოდა ამ სისტემაში, უბრალოდ გეშინიათ რომ აღიაროთ რა ხდებოდა, სისტემამ დაგსაჯათ იმიტომ რომ წახვედით სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ თქვენ გუშინ იყავით ამ სისტემის ნაწილი. ის რაც ხდება დღეს ერთ-ერთი დამნაშავე ხართ თქვენ და თქვენი გუნდის ხელმძღვანელი", - მიმართა მამულაშვილმა მეზვრიშვილს.
მეზვრიშვილმა მამულაშვილის ბრალდებებს არ უპასუხა.