ფარული ჩანაწერების კავშირი "ოცნებასთან" - გოგაშვილი დუმილს "ტვ პირველთან" არღვევს
სუს-ის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ფარული მიყურადების დოკუმენტების გავრცელების სამიზნე ეკლესია და "ქართული ოცნება" იყო. გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ პირი, რომელმაც დანაშაული დაგეგმა "ოცნებასთან" იყოს ასოცირებული. დუმილი სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა "ტვ პირველთან" დაარღვია.
ვიცი ბუნებრივია, როგორ მუშაობს სამსახური და ვის შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა მსგავს ინფორმაციაზე. ძალიან ვიწრო წრეა, რომელსაც შეუძლია, რომ აი ამხელა მოცულობის, სხვადასხვა მიმართულების ინფორმაციებს თავი მოუყაროს, ეს არ არის ერთი დანაყოფი. ვინც ეს დაგეგმა, ვიცნ განახორციელა მისი მიზანი იყო ეკლესია და "ქართული ოცნება". არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასოცირებული იყოს "ოცნებასთან".
თუ არის ჩემი წილი პასუხისმგებლობა, როგორც "ოცნების" წევრების პასუხისმგებლობა მეც იქ ვიქნები", - ამბობს სოსო გოგაშვილი.