თუ ქვეყანა გიყვარს ორი კვირის გამო მისი იმიჯი არ უნდა დააზიანო - პრემიერი

16.09.21 16:30
თუ ქვეყანა გიყვარს ორი კვირის გამო მისი იმიჯი არ უნდა დააზიანო - პრემიერი

პრემიერი სუს-იდან გამოჟონილი საიდუმლო ჩანაწერებს ოპოზიციის წინასაარჩევნო  პროვოკაციად მიიჩნევს და ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ქვეყნის იმიჯზე არ ფიქრობენ. 

მე მინდა ვთქვა, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის წინააღმდეგ, მთავრობის წინააღმდეგ და ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ, ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. ქვეყანა არ უყვართ, რადგან თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები შენს ქვეყანას, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები, - განაცხადა ღარიბაშვილმა.