არა ერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი - პრემიერი
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნარკომანად მოიხსენიებს. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს მიხეილ სააკაშვილის ლაივ ჩართვებიც.
ჩვენ არა ერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის აქტიური მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალებების და მისი ეს ლაივ-ჩართვები არის, რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი, რომ იმის მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.