ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე - პრემიერი მედიას ისევ თავს ესხმის

16.09.21 16:54
ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე - პრემიერი მედიას ისევ თავს ესხმის

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" ოფისიდან "მთავარი არხის" ოპერატორის გადმოგდების ფაქტს ეხმიანება და თავს ისევ მედიას ესხმის. ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს პროვოკატორებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მშვიდ საარჩევნო გარემოს აზიანებს.

ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რამენაირად ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ. რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია ჩემთვის, ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩენს ქვეყანას, ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები უნდა ჩავატაროთ და შემდეგი 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობის წლები, - ამბობს პრემიერი.