ოლიგარქის გუნდი სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დაბრუნებას გეგმავს
ივანიშვილის რეჟიმი ახალი რეპრესიებისთვის ემზადება - მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ კანონში სამშობლოს ღალატის მუხლი დაემატება.
მისივე ცნობით, სამშობლოს ღალატი სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
პირველ რიგში, დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, ან არ გაუკვირდეს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილში." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.