წარმოუდგენელია, როდესაც მეორე სართულიდან ისვრიან ჟურნალისტებს - დეკანოიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ხელისუფლება მედიის წარმომადგენლებს სასტიკად ექცევა. მისი თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მმართველი გუნდს არ მოსწონს ის შეკითხვები, რომელიც მათ მიერ არჩეულ სუს-ის აგენტ კანდიდატებს ეხება.
მედიაზე თავდასხმა პირველი არ არის, მაგრამ ყოველ ჯერზე იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე არიან, მე ვგულისხმობ ჟურნალისტებს, ხელისუფლება ექცევა სასტიკად. ეს არის წარმოუდგენელი, როდესაც ასე, მეორე სართულიდან ისვრიან ჟურნალისტებს და ოპერატორებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ კითხვები, რომელიც უკავშირდება სუს-ის აგენტი მერობის კანდიდატებს, რომლებსაც ახლა გვაჩეჩებს "ქართული ოცნება", - ამბობს დეკანოიძე.