სუსი-დან ვიდეოები დაიკარგა - ვინ გაიტანა მასალები უსაფრთხოების სამსახურიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ვიდეოკადრებია დაკარგული. საუბარია სავარაუდოდ, ფარული თვალთვალის შედეგად გადაღებულ ვიდოებზე. დაკარგული მასალის შესახებ საიდუმლო ფაილებში სუსი-ს აგენტები წერენ და ამბობენ, რომ კადრებს ვეღარ პოულობენ.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ეჭვი აქვთ, ვიდეომასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, წაიღო. გოგაშვილი სუსი-ს საიდუმლო ფაილებში რამდენჯერმეა ნახსენები. ირკვევა, რომ სუსის უფროსი ლილუაშვილი მის თანამშრომლებს ავალებს, დეტალურად გაშიფრონ ტვ პირველისთვის მიცემული ინტერვიუ და დაადგინონ, ხომ არ გათქვა გოგაშვილმა სახელმწიფო საიდუმლოება.
სოსო გოგაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მას მასალებზე წვდომა არ ჰქონია.
ჯობია, რომ სახელმწიფოებრვი საქმეებით დაკავდეს და ვინც არის მტერი და დამანგრეველ საქმიანობას ეწევა, მართლა ის ადამიანები დააკავონ და დასაჯონ. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში და ბოლოს თუ შეცვალეს არ ვიცი, ნებისმიერი ფაილი, მასზე წვდომა მხოლოდ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ჰქონდა და მასზე კურაცია მე არ მქონდა", - ამბობს გოგაშვილი.