ოპოზიციის საერთო კანდიდატები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

16.09.21 21:47
ოპოზიციის საერთო კანდიდატები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

 ,,გირჩი-მეტი თავისუფლების" აქციაზე დაკავებული ოპოზიციის საერთო კანდიდატები, ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

უცნობია, როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი. 

ოპოზიციის წევრებმა სუსი-ს შენობასთან ,,შკოდას" მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დალეწეს. ამით, ,,გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა სუსი-ს  მოსმენები გააკრიტიკეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურუა და მოსიაშვილი სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.