დაკითხვების სერია სუს-ის ფაილებზე - სასამართლოში "პირველების" რეპორტიორი, მირანდა ბაღათურია, დაიკითხა
დაკითხვების სერია სუსი-ს სკანდალურ ფაილებზე - "პირველების" რეპორტიორი, მირანდა ბაღათურია, დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. ჟურნალისტმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა. ბაღათურია ამბობს, რომ პროკურატურისთვის მისი გამოკითხვა უინტერესო იქნებოდა, რადგან ის არ ფლობს ინფორმაციას წყაროსთან დაკავშირებით.
იქამდე, სანამ გამოვიყენებდი კანონით გათალისწინებულ უფლებას, რომ მეთქვა უარი ჩვენების მიცემაზე, რადგანაც ეს ინფორმაცია მოვიპოვე ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მანამდე გამომძიებელმა მაინც მოასწრო კითხვის დასმა. მკითხა, ვინ მომაწოდა ფაილები, არა, უფრო სწორად, საიდან შევიტყვე ფაილების შესახებ და ვინ მანახა. ეს ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სწორედ იმ მიმართულებით, რომ სურთ, დაადგინონ პირი, ვინც გამოიტანა ფაილები და არა ის მთავარი გარემოება, თუ რატომ ხდებობდა, თუ ხდებობდა ტოტალური მოსმენები. მხოლოდ პროცედურულ კითხვებს ვუპასუხე, სახლი, გვარი მისამართი და შემდეგ უკვე გამომძიებელი როდესაც გადავიდა კითვების დასმაზე, ვუთხარი, რომ უარს ვაცხადებდი ჩვენების მიცემაზე, - ამბობს ბაღათურია.
პარალელურად, მთავარ საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს და ,,ფორმულას" წარმომადგენლებს ელოდებიან. გამომძიებლებს მედიის წარმომადგენლებთან კითხვები სუსი-დან გამოჟონილი ფაილების შესახებ აქვთ.