ხმაური ქუთაისის მერიასთან - ნიკა ნარსიამ ბოცა დაამსხვრია
ხმაური ქუთაისის მერიასთან - გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილზე მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია.
ნიკა ნარსია ქუთაისის მოქმედ მერს სუს-თან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, სწორედ "ბოცაა" ქალაქის მოქმედი მერისა და ხელისუფლების მერობის კანდიდატის კოდური სახელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერს, "ქართული ოცნების" მერობის ამჟამინდელ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს, სუსი-ს აგენტობაში ამხელენ - ოპოზიციის ინფორმაციით, მისი აგენტურული ფსევდონიმი "ბოცაა".