რეპრესიები ირაკლი ღარიბაშვილის სახელით - საიდუმლო ფაილებში პრემიერზე კომპრომატებიც აღმოჩნდა
რეპრესიები ირაკლი ღარიბაშვილის სახელით - სუსი-ს საიდუმლო ფაილებში კომპრომატები მოქმედ პრემიერზეც აღმოჩნდა. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ დევნიდა ღარიბაშვილი ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო. ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურიდან უშვებდა ყველას, ვინც კი ხელისუფლების კრიტიკას გაბედავდა. გაშვებულებს უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და აშინებდნენ, რომ სადმე ამბავი პრესაში არ გასულიყო.
სუსი-ს მასალებში ასევე საუბარია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ძმაზე, რომელსაც ეკლესიიდან პუტინის გინების გამო უშვებდნენ.
სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსან ლევან ჭიქინაშვილს (პ/ნ 01***** ) “წმ.იოანე მხედრის" სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გრიგოლ გოგიჩაძემ (პ/ნ 080010**** ) აცნობა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ინიშნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე. აღნიშნული ინფორმაცია გ.გოგიჩაძემ შეაფასა უარყოფითად და განაცხადა, რომ ,,სუს”-ის ყოფილი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მსგავსად, ა.ჩუბინიძეც დაიწყებს მის (გოგიჩაძის) თვალთვალს. რახან მივწერე და ვუსაყვედურე 20 ივნისის ღამის და დარბევის გამო, მაგიტომ აღარ უნდათ ერთგული მღვდელი. სულ ხომ არ იქნებიან, ეგენიც შეიცვლებიან და წავლენ სახლში“. ლ.ჭიქინაშვილის განმარტებით, მისი ძმა კახაბერ ჭიქინაშვილი (პ/ნ 010/****14), რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინსტროში, პატრიარქის თანაშემწის, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის, ელიას მთაზე მდებარე ,,წმინდა ელია წინასწარმეტყველის" სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონა მაისურაძის და თავად ა.ჩუბინიძის თხოვნის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილემ დავით სუჯაშვილმა მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმ მიზეზით, რომ მან (ლ.ჭიქინაშვილმა) "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატუსები, - წერია ფაილებში.
ამავე საუბრიდან ირკვევა, რომ ლევან ჭიქინაშვილი თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მისი ძმა მისივე ფეისბუქ პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჭიქანაშვილი მღვდელს ეუბნება, რომ ჟურნალისტებთან სასაუბროდ მზად არის, რა დროსაც სუსი-ს მოსმენის აპარატი ირთვება და კახაბერ ჭიქანაშვილი უკანონო მოსმენაზე აჰყავთ. ამის გარდა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ სამხედრო დაზვერვა ბინძური დოსიეს შეთხზვას იწყებს.
რეპრესიების მსხვერპლი გახდა თავად ლევან ჭიქინაშვილიც. მისთვის სტიქარის ტარების უფლების ჩამორთმევას პუტინის გინების გამო აპირებდნენ.
პატრიარქის დაცვის უფროსს ვანო კობაიძეს ამავე სამსახურის თანამშრომელმა ნოდარ ლელუაშვილმა აცნობა, რომ საპატრიარქოში მისულია სამების საკათედრო ტაძრის შიდა დაცვის ყოფილი უფროსი ლევან ჭიქინაშვილი. ამ უკანასკნელის განცხადებით, იგი საპატრიარქოში დაიბარეს „ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული კრიტიკული მიმართვის გამო, რისთვისაც შესაძლოა ჩამოერთვას სტიქარის ტარების უფლება, - წერია ჩანაწერებში.
ფაქტების გადასამოწმებლა" პირველები" კახაბერ ჭიქანაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ჭიქანაშვილის დედამ უთხრა, რომ ამ საქმეზე აღარ ისაუბრებს.