საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

17.09.21 13:40
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა -  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ცოტა ხნის წინ დამთავრდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა  ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს. კომიტეტზე კენჭისყრის შემდეგ საკითხი საბოლოო მხარდასაჭერად სესიაზე უნდა გავიდეს.  

პარტიაში აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა პროცესები სპეციალურად წინასაარჩევნოდ დააჩქარა, რაც მათი თქმით, ეჭვებს ბადებს. 

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ  განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა. ნიკა მელიამ გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ახსნა.