ღარიბაშვილის რეპრესიების მსხვერპლი, კახაბერ ჭიქინაშვილი "პირველებთან" საუბარს გაურბის

17.09.21 15:02
ღარიბაშვილის რეპრესიების მსხვერპლი, კახაბერ ჭიქინაშვილი "პირველებთან" საუბარს გაურბის

ირაკლი ღარიბაშვილის რეპრესიების მსხვერპლი,  "პირველების" კამერასთან გამოჩნდა. სუსის სკანდალური ფაილებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, კახაბერ ჭიქანიშვილი კითხვებს თავს არიდებს და დუმილს ამჯობინებს. ფიქრობს, რომ ახლა ალაპარაკების დრო არ არის. 

არ გაძლევთ ინტერვიუს... არსად არ ვმუშაობ, არ გაძლევთ ინტერვიუს და რა გინდათ? დამანებეთ თავი. წადით და ის ბევრი ადამიანი გადაარჩნეთ, მე ვეღარავინ ვეღარ გადამარჩენს, - ამბობს კახაბერ ჭიქანიშვილი.  

 "პირველები" ასევე,  საპატრიარქროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, რომელსაც საქმის ფიგურანტ მეუფე შიოსა და მეუფე თეოდორესთან გასაუბრება სთხოვა, რაზე უარი მიიღო.  დეკანოზის თქმით, ეს არის წვრილმანი, რომელსაც ჟურნალისტები დასდევენ.

სისულელეა ეს, რომ პუტინის გალანძღვისთის სტიქარს ხდიდნენ ვიღაცას, - განაცხადა ჯაღმაიძემ. 

სუსი-ს მასალებში  საუბარია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ძმაზე, რომელსაც ეკლესიიდან პუტინის გინების გამო უშვებდნენ.