ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა - ქადაგიშვილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური მოტივაცია გააჩნდა, თავად ნიკა მელია იყო.
ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაცლილი იყო ყოველგვარი პოლიტიკური მოტივიაციისგან. პოლიტიკური მოტივაცია თუ ვინმეს გააჩნდა, ამ სემთხვევაში, ეს იყო თითონ განმცხადებელი, რომელმაც ეს განცხადება შემოიტანა პარლამენტში. როდის იქნება ორიგი სხდომა, მას მე ვერ გეტყვით. იქნება ალბათ, როგორც წესი არის ხომე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამიტომ მორიგი სპეკულაცია ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის „ მხრიდან აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამბობს ქადაგიშვილი.