უპრეცენდენტო სკანდალი - "ქართული ოცნება" პატრიარქსაც უსმენდა

17.09.21 16:52
უპრეცენდენტო სკანდალი - "ქართული ოცნება" პატრიარქსაც უსმენდა

საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო საკნდალში ეხვევა - სუსი-დან გამოჟონილი სკანდალური ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს პატრიარქსაც უსმენდა.

სუსი-დან გამოჟონილი ფაილებიდან, რომელიც 2019 წლის 25 სექტემბრით თარიღდება, ირკვევა, რომ ილია მეორეს მაშინ უსმენდნენ, როდესაც ის ჯვრის მონასტერში იყო და საკუთარ დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს. დაურეკა, რომ მისი პირადი სეიფი შეემოწმებინა. 

ცნობილია, რომ სეიფში პატრიარქის ანდერძი ინახებოდა. ჩანაწერების მიხედვით, ილია მეორეს აინტერესებდა, იყო თუ არა სეიფი დაზიანებული.  საეკლესიო კანონების მიხედვით, პატრარქის ანდერძი მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა გახსნან. 

ამავე ჩანაწერიდან დგინდება, რომ დედა ნატალია ურეკავს ილია მეორეს და აწვდის ინფორმაციას, რომ სეიფი დაზიანებული არ არის. 

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქოს რეზიდენციიდან ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე დაავალა, საპატრიარქოში არსებული მისი პირადი სეიფი შეემოწმებინა. მოგვიანებით ნატალია შიოლაშვილმა პატრიარქს განუცხადა, რომ სეიფს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება - აღნიშნულია სუსი-ს მოხსენებაში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელის მიერ სკანდალური ფაილები გავრცელდა, რომლიც ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებს მოიცავს.