უცნობი მრჩევლები საჯარო უწყებებში - სად იფლანგება ხალხის ფული

17.09.21 17:07
უცნობი მრჩევლები  საჯარო უწყებებში - სად იფლანგება ხალხის ფული

უცნობი მრჩევლები საჯარო უწყებებში - "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტი ასი ათასობით ლარს მრჩევლებში ხარჯავს. ვინ არიან უწყებებში დასაქმებული ადამიანები და რა რჩევებს აძლევენ მთავრობას უცნობია. მრჩევლების რაოდენობით ლიდერი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, სადაც ამ თანამდებობაზე 20 ადამიანი მუშაობს, მათი წლიური ანაზღაურება კი 200 ათას ლარს აღწევს.

კორუფციის მკვლევარები მთავარ პრობლემას კანონმდებლობაში ხედავენ. მათი განმარტებით, სხვა და სხვა სიპებსა და აიპებში მრჩევლის პოზიციაზე დანიშნულ ადამიანებს შესაბამის გამოცდილებას არავინ სთხოვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი დიდი წილი სასმახურში ნაცნობობით არის დანიშნული.

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ბიუჯეტის ფლანგვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად  ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ასახელებს, სადაც არსებობს მრჩეველი, მაგრამ  არ არსებობს ხელმძღვანელი პირი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო ეს არს ნათელი მაგალითი როგორ იძარცვება ბიუჯეტი. მაგალითად, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში არის მრჩეველი, მაგრამ არ არსებობს დირექტორი. ანუ ხელმძღვანელის გარეშე სააგენტოში არის თანამდებობა მრჩევლის, სადაც დანიშნულია ადამიანები, რომლებიც იღებენ დაახლოებით 15 ათას ლარამდე ხელფასს. ვის ურჩევს ეს ადამიანი, რას ურჩევს, ხელმძღვანელი არ არის. ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმ დანაშაულის, რაც არის ბიუჯეტის ძარცვა, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

 ის, რომ კანონმდებლობაში ხარვეზია,  აუდიტის ბოლო დასკვნაც მოწმობს. დასკვნის მიხედვით, მრჩევლის პოზიციაზე დანიშნული ადაიანების 80% აღნიშნულ პოზიციაზე გაუგებარი მიზეზით არის დანიშნული. იურისტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ისინი უწყებებში სუს-ის მიერ იყვნენ შეგზავნილები და ე.წ. ოდეერების ფუნქციას ასრულებდნენ. 

მსგავსი სიახლეები