კიევიდან თბილისში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა

17.09.21 17:37
კიევიდან თბილისში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა

რამდენიმე წუთის წინ კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას, ექსტრადირება განხორციელდა.

მეგის ქარდავას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადიცირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.

მეგის ქარდავა 2012 წლამდე სამხედრო პოლიციის შეფის პოზიციას იკავებდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ  მან საქართველო დატოვა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქარდავას  ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.

საქართველოში მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის  9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორისაა  სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტისა“ და თანხების გაფლანგვის საქმეები.

მსგავსი სიახლეები