რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება - კალაძე სიძულვილის ბანერებზე

18.09.21 12:44
რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება - კალაძე სიძულვილის ბანერებზე

თბილისის ქუჩებში გაკრულ სიძულვილის ბანერებზე მერიას რეაგირება არ ექნება - ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა. 

კალაძე ამბობს, რომ გამოხატვის უფლება ყველას აქვს. კალაძე ირწმუნება, რომ ამ კამპანიის უკან არ დგას:

რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში.  არის კომპანია ალმა, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით?  რომლის საკუთრება არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულაბა და არანაირი უფლება არ აქვს. რაც არის გამოკრული, მოგწონთ? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპები რაც არის - შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. აი, ეს ხართ თქვენდ ა ძალიან სამწუხაროა. ქართული ოცნება და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ ოპონენტის ან ვინემს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს", - განაცხადა კალაძემ.