როგორც ჩანს მადლიერი ხალხის საჩუქარია - კობახიძე სისხლიან ბანერებზე
გამოხატვის თავისუფლებაა, ვიღაცას შეიძლება, მოწონდეს, ვიღაცას, არა - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის ქუჩებში გამოფენილ სიძულვილის ბანერებს.
კობახიძემ ისევ ოპოზიცია და კრიტიკული ტელევიზიები გააკრიტიკა:
ეს არის, როგორც ჩანს მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოიხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია, ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები კარგად იცით, ვინ არიან. ესაა რადიკალური ოპოზიცია თავისი 3 კუთვნილი ტელევიზიით.