"ბანკებით" სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას - კობახიძე გახარიაზე

18.09.21 13:01
"ბანკებით" სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას - კობახიძე გახარიაზე

"კკაინს შეეშვას"- ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ყოფილ პრემიერს, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას. 

მისი მტკიცებით, გახარიამ საეჭვო რეპუტაციის მქონე კლინიკაში ჩაიტარა ტესტი: 

მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო, ეს არის ძალიან ცნობილი, იუშენკოს სკანდალი და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი ბანკა. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს ასეთი ბანკებით სირბილს ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის",- ამბობს ირაკლი კობახიძე.