ვაი თქვენ პატრონს! ჩემი მამაჩემთან საუბრის ჩანაწერიც ყოფილა სუს-ის ფაილებში - ხოშტარია

18.09.21 15:23
ვაი თქვენ პატრონს! ჩემი მამაჩემთან საუბრის ჩანაწერიც ყოფილა სუს-ის ფაილებში - ხოშტარია

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სუს-ი მასაც უსმენდა. პოლიტიკოსის თქმით, ფარილ მოსმენებში მისი და მამამისის კომუნიკაციაცაა აღწერილი: 

ჩემი მამაჩემთან საუბრის ჩანაწერიც ყოფილა სუს-ის ფარულ მოსმენებში. ეგ გამიხარდა, მე და მამაჩემი 1918 წლიდან ვიწყებთ ხოლმე საუბარს, ზოგჯერ ელინისტური სამყაროდანაც. პოეზია, ფილოსოფია. ნუ ყველაზე პირადი "აუ როგორ მომენატრა შენთან ერთად დალევა" არის. ვაი, თქვენ პატრონს!",- წერს ხოშტარია.