ენმ-ს წევრები "ოცნების" შტაბში პროვოკაციის მოსაწყობად შეიჭრნენ - პაპუაშვილი
მმართველი პარტია ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის მიზანია უკონტროლო პროცესები გამოიწვიოს და ქვეყანაში დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პროვოკაციის მოსაწყობად ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლები უშუალოდ შტაბში შევიდნენ.