„ოცნება“ „განაცდა“ - გიორგი გახარია

18.09.21 17:05
„ოცნება“ „განაცდა“ - გიორგი გახარია

„ოცნება“ „განაცდა“ - ასე პასუხობს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს ექსპრემიერი. 

გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ "ოცნების" ფასი ნულია:

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა“, მათ სიტყვის ფასი მაშინაც ნული იყო და დღესაც მათი სიტყვის ფასი ნულია..."- თქვა გახარიამ. 

ექსპრემიერმა 20 ივნისს დაშავებული პოლიციელებს ბოდიში მოუხადა: 

მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ინსტუტუტებს იცავდა იქ, ჩვენთან ერთად, ბოდიში მოვუხადო და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო. მინდა ვუთხრა მათ, რომ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა. არავის აღარ ახსოვს დაზარალებული პოლიციელები. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მეტი არაფერი იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა"- თქვა გახარიამ.