სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის - გიორგი გახარია

18.09.21 17:17
სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის - გიორგი გახარია

სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის - გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" სიურპრიზებს ჰპირდება. ექსპრემიერმა ნარკოტესტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ "დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა".

სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის, ბევრი შეუძლიათ ილაპარაკონ, ექსპერტები ჩართონ, არ მაინტერესებს!“ - თქვა გახარიამ. 

მისი თქმით, მმართველ პარტიას დებატების ეშინია.

პრობლემა რა არის იცით? „ბანკებით“ სირბილს, რომ იწყებ მაშინ, როდესაც დებატებს გინდა თავი აარიდო. დებატების რომ გეშინია და „ბანკებით“ დარბიხარ, ეს არის პრობლემა, კიდევ პრობლემაა, რომ „ბანკებით“ სირბილს იმისთვის იწყებ, რომ ცილისწამების კამპანია ააგორო, ასე პროპაგანდისტულად, მომზადებული, შემდეგ გაიპარო და დაიმალო. პრობლემა ეს არის“, - აღნიშნავს გახარია.

მსგავსი სიახლეები