კალაძის დამალული ბიზნესინტერესები - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება

18.09.21 22:04
კალაძის დამალული ბიზნესინტერესები - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება


თბილისის მერის ბიზნესინტერესები - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. 

კახა კალაძის კომპანიების და მასთან კავშირში მყოფი პირების ბიზნესწილების კვლევის შედეგად ჩნდება ეჭვი, რომ თბილისის მოქმედ მერს დღეს ინტერესები ერთადროულად რამდენიმე ბიზნეს სექტორში აქვს, ესენია: 
ენერგეტიკა,  სადაზღვევო ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი და ინტერეტული მასალები. 
"კალა კაპიტალი" ეს კახა კალაძის მოქმედი კომპანია.  წილის 100% პროცენტის მფლობელი დედაქალაქის მოქმედი მერია. 
"კალა კაპიტალის" დირექტორი  ილია კეჭაყმაძეა, რომელიც კალაძის ბიზნესის მართვასთან ერთად, ქვეყნის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "უნისონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 
ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ უნისონის უკან სწორედ კახა კალაძის ინტერესები დგას. 
სადაზღვევო კომპანია "უნისონის" აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ კალაძე მხოლოდ ტელევიზორით უნახავს.  თუმცა მისი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ილია კეჭაყმაძის და თბილისის მერის ბიზნესინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 
სადაზღვევო კომპანია "უნისონის" აღზევებაც ქართული ოცნების ხელისუფებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.  
მხოლოდ სახელეწიფო კომპანიაებიდან  უნისონს 30 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. არადა 2012 წლამდე საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან უნისონმა მხოლოდ 271 ათასის ლარი მიიღო.
"უნისონთან" სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ გიგანტ სახელმწიფო კომპანიებს - ელექტრო სისტემას, საქართველოს რკინიგზას, გარდაბნის თბოელექტროსადგურს საქართველოს ფოსტას. ბიძინა ივანიშვილის აშენებულ ბლექსიარენას, საქართველოს ეროვნულ ბანკს.  საქაერონავიგაციას. გაზისა და ნავთობის კორპორაციას.  
დოკუმენტებით დგინდება, რომ კახი კალაძესთან დაკავშირებული კომპანია "უნისონისთვის" სახელმწიფო დაკვეთები, რომ გაეფორმებინათ, ამ საიდუმლო ოპერაციაში ბიძინა ივანიშილის სადაზღვევო კომპანია "ქართუც" იყო ჩართული. ტენდერში მონაწილეობის დროს ისინი კოორდინირებულად მოქმედებნენ. 
აი ფაქტები - საქრართელოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ჯიარტრანზიტლაინის გამოცხადებულ ტენდერში 5 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობდა.  (SPA170015138)  სადაზღვევო კომპანია უნისონი აქ გამარჯვებული 1 ლარიანი უპირატესობით გახდა.  ფასი ქართუმ და უნისონმა დააგდეს.  საბოლოოდ ბაზრიდან კონკურენტები  გააძევეს და გამარჯვება "უნისონს" დარჩა.  
ასე მოხდა დევნილთა სამინისტროს შემთხვევაშიც.  სამინისტროს 36 ავტომობილის დაზვევა უნდოდა.  ერთმანეთს სამი სადაზღვევვო კომპანია ეჯიბრებოდა. აქაც კახა კალაძესთან დაკავშირებულმა "უნისონმა" ქართულს 1 ლარით მოუგო და ფული ბიუჯეტიდან მასთან წავიდა.  
მთის კურორტების კომპანია ასევვე ავტომობილების დამზღვევს ეძებდა. კონკურენციაში 5 კომპანია იყო. ბოლოს "ქართუ" და "უნისონი" დარჩნენ. ივანიშვილის ქართუმ კალაძესთან დაკავშიებულ "უნისონს" აქაც სახელმწიფო შესყიდვა 1 ლარად დაუთმო. 
ასეთი გარიგებებით მიიღო "უნისონმა" 30 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.  
სადაზღვევო კომპანია "უნისონი", რომლის უკანაც კახა კალაძის ინტერესები ჩანს, 2012 წლის შედეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე გახდა. 
2020 წლის მონაცემებით, მან 42 მილიონი მოიზიდა, რეიტინგებში მეექვსე ადგილზეა და ბაზრის სხვა ლიდრებს გადაასწრო. ამ კომპანიიის ერთ ერთი მმართველი ილია კეჭაყმაძე, რომ კალაძისთვის ყველაზე სანდო  კადრია, ეს დოკუმენტითაც დასტურდება.  საქართველოს მთავრობაში მოსვლის შემდეგ კალაძემ, "კალა კაპიტალში" შემავალი მისი მრავალმილიონიანი ბიზნესის მართვა და კომპანიების გაყიდვა სწორედ მას ანდო.  
"შაბათის ეთერმა" კახა კალაძის ენერგეტიული კომპანიასაც მიაგნო. საბჭოთა შენობის ერთ-ერთ ფლიგელში "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსია" რეგისტრირებული. ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშე კომპანიაში კალაძემ საკუთარი კვალის წაშლა 2012 წლიდან დაიწყო.  ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ინტერესთა კონფლიქტი, რომ არ ჰქონოდა კალაძემ ბიზნესი თითქოს გაყიდა თუმცა "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა  გარემობები რომლითაც დასტურდება, რომ ეს გარიგება ფიქტიური იყო. 
კახა კალაძემ ენერგეტიკული კომპანია 200 ლარად გაყიდა, ის ბიზნესმენმა ლაშა კლდიაშვილმა იყიდა. კლდიაშვილი დღეს პირველად აღიარებს რომ ეს ფირმა მის სახელზე ლამის ძალით გადააფორმეს და აგერ უკვე თთქმის 9 წელია არც მათვაში მიუღია მონაწილეობა.  
 ენერგეტიკული  კომპანია "კალა ენერჯის მფლობელი", ისევ ლაშა კლდიაშვილია, თუმცა ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ფირმა გაყიდა. 
კალაძის დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანიიის გადაფორმებაში გადმოფორმებაში ერთი შეცდომა გაეპარა. რამაც დაადასტურა რომ ეს კომპანია ისევ თბილისის მერის საკუთრებაა. კალაძეს ბიზნესი უკვე 5 წლის გაყიდული ჰქონდა როდესაც ამ კოპანიის დირექტორად მოულოდნელად მისი ცოლის, ანუკირ არეშიძის ძმა რატი ხომასურიძე დაინშნა. 
კახი კალაძეს ენერგეტიკული ბიზნესის გაყიდვას, ენერგეტიკის მინისტრად დანიშნამდე არასამთვრობო ორგანიზციების სთხოვდნენ.  
ამის შემდეგ კალაძემ ეს ბიზნესი ფორმალურად ნამდივილად გაყიდა, თუმცა დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ ფიქტიურად გადააფორმა. ჩნდება კითხვა - თუ ბიზნესი ნამვიალად გაყიდა როგორ დაინიშნა გასხვისებიდან ხუთი წლის შემდეგ მის დირექტორიად კალაძის ცოლის ძმა? 
კლდიაშვილს ვკითხეთ, როგორ დანიშნა კალაძის ძმა კომპანიის დირექტორად, რომელსაც როგრც თავად ირწმუნება, ერთი დღეც კი არ უფუნქცონირია. ამტკიცებს, რომ ყველაფერი ამჯერადაც შემთხვევით მოხდა და რატი ხომასურიძე კალაძის ბანკში კომპანიის ყიდვის შემდეგ შემთხვევით გაიცნო. 
ამდენი კონსპირაცია და ამდენი დამალული ამბავი აჩენს განცდას, რომ თბილისის მერმა ბიზნესი კი არ დათმო, უბრალოდ გადამალა.