ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ ილია მეორეს მამობაზე დნმ-ის ანალიზი ჩაებარებინა (ვიდეო)

18.09.21 21:20
ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ ილია მეორეს მამობაზე დნმ-ის ანალიზი ჩაებარებინა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამოჟონილი ფარული მიყურადების ამსახველი ახალი ფაილები იმაზე შოკისმომგვრელია, ვიდრე საზოგადოებამ უკვე ნახა და მოისმინა. 

ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ ილია მეორეს მამობაზე დნმ-ის ანალიზი ჩაებარებინა

ბ. ფირცხალაშვილის განცხადებით, საჩხერეში ყოფნისას მისმა მასპინძელმა მძიმედ შეაფასა საპატრიარქოში არსებული მდგომარეობა და დასძინა, უმჯობესი იქნება პატრიარქმა გაიკეთოს დნმ-ის ანალიზი, რათა პასუხი გაეცეს პეტრე ცაავას მიერ ნახსენებ ჭორებს, თითქოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი არის უწმინდესის შვილი"- წერია ფარულ ჩანაწერებში.