ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე - მეუფე გრიგოლი მოსმენების შესახებ
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სასულიერო პირების მოსმენის ფაქტს გმობს და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ფაქტს უწოდებს. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ეს საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, მათ შორის სინოდზეც.
საბჭოთა პერიოდში ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეტი რამეები მგონი არ ხდებოდა. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი გაკვეთილი იქნება სამომავლოდ, თუ რა თქმა უნდა გადავიტანეთ ეს ყველაფერი დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში მეტი უნდობლობის გაჩენა, დაპირისპირება", - ამბობს მეუფე გრიგოლი.