ზეწოლა ხაშურში - ოპოზიციონერი კანდიდატის კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა
ხაშურში, პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის, ზვიად ტეფნაძის დაფუძნებულ კომპანიებში ფინანსური პოლიცია შევიდა.
გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ტეფნაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებიან. ტეფნაძის თანაპარტიელები ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ. პარტიაში ამბობენ, რომ ფინანსური სამსახურის შესვლას წინ უძღოდა მუქარა და შანტაჟი.