ვაშაძის ინფორმაციით, სამტრედიაში მათი კანდიდატი გაიტაცეს
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მათი პარტიის სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ იყო დაკავებული. ვაშაძის თქმით, საკანდელიძე გაიტაცეს და მუქარის შედეგად აიძულეს, კანდიდატურა მოეხსნა.
გუშინ, 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთრი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა. შ. კონკრეტული მუქარა განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის შვილებზეც. საბოლოოდ, მას აიძულეს ამ რამდენიმე საათის ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება," - ამბობს ვაშაძე.