პროტესტი პანკისში - დუისელები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

19.09.21 15:38
პროტესტი პანკისში - დუისელები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

პანკისში აქცია გაიმართა. დუისელები ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 5 ახალგაზრდის ციხიდან გამოშვებას ითხოვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი პროტესტს კარვების გაშლით გამოხატავენ.