მიშენების პერსპექტივით მიიღო თუ მის გარეშე? - ოხანაშვილი ღარიბაშვილის ბინებზე

19.09.21 17:04
მიშენების პერსპექტივით  მიიღო თუ მის გარეშე? - ოხანაშვილი ღარიბაშვილის ბინებზე

"ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ბინების მიღების კორუფციულ სკანდალზე დასმულ კითხვას ირონიით პასუხობს და ინტერესდება პრემიერმა ბინა "მიშენების  პერსპექტივით მიიღო თუ მის გარეშე". ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა. 

მიშენების პერსპექტივით  თუ მის გარეშე? გაქვთ რამე დოკუმენტი დამადასტურებელი? მტკიცებულება დადეთ და ვისაუბროთ", - პასუხობს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის სკანდალურ გარიგებებზე საუბარი გუშინ "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში იყო. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა სკანდალური დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილი ახალაშენებულ ბინებს იღებდა და სავარაუდოდ,  პენსიონერ ნათესავებზე და ახლო გარემოცვაზე  ფორმალურად აფორმებდა. "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, საბურთალოს შუაგულში, ჟვანიას მოედანზე ბიზნესმენმა ვასილ ბოლაშვილმა მისი სამშენებლო ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ ორი ოთხოთახიანი ბინა  პრემიერ ღარიბაშვილს აჩუქა. სანაცვლოდ კი მთავრობის მეთაურისგან ბიზნესში ხელშეწყობის პირობა მიიღო.