სისხლიანი ბანერები - ვინ არის პირი, რომელსაც "ოცნებამ" პასუხისმგებლობა დააკისრა
"პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით მამუკა მდინარაძის იდეით განთავსდა, თუმცა მმართველმა პარტიამ ბანერების დაკვეთაზე პასუხისმგებლობა ქუთაისელ ბიზნესმენ, მიხეილ გაბრიაძეს, დააკისრა. "პირველების" ინფორმაციით, მიხეილ გაბრიაძე წარსულში ნასამართლევია და მას პრობლემები სამართალდამცავ უწყებებთან დღესაც აქვს. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისმგებლობა გაბრიაძემ საკუთარ თავზე სწორედ ამიტომ აიღო.
გაბრიაძე სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, რომელსაც "პირველების" ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატები მფარველობენ.
სიძულვილის ენის შემცველი ბანერები თბილისის ქუჩებში გუშინ გამოჩნდა. ბანერებზე პოლიტიკოსებთან ერთად კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.