ელენე ხოშტარია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
"დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ელენე ხოშტარია, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ხოშტარია Facebook-ზე წერს.
დამირეკეს პროკურატურიდან, მოწმის სახით გვინდა, დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით, პირიქით გიჩივით-თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა-თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო, თუ როგორ არის?" - წერს ხოშტარია.