ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა

19.09.21 22:07
ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს. 

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კვლევით დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო.  
ზემოხსენებული ორგანიზაციების დამფუძნებლები აფილირებულები არიან მმართველ პარტიასთან და გამოირჩევიან პროსამთავრობო განცხადებებით.
დადგენილების თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. ჯგუფი შესაძლოა ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც", - წერია "სირცხვილიას" განცხადებაში.