ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, სუს-ის წინააღმდეგ სარჩელი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში შეიტანა. ქუთაისის მერობის კანდიდატი საიდუმლო ფაილებში მასზე და დიპლომატებზე შეგროვებული უკანონო ჩანაწერების გამო ჩივის.
იმ მასალებში, რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის "მთავარზე", "ფორმულაზე" და "ტვ პირველზე", ონლაინ გამოცემებში, ეს იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს შორის. ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე", - თქვა ხატია დეკანოიძემ.