"ოცნება" საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ხელისუფლება დიპლომატებს უსმენდა (დოკუმენტი)
მოპოვებულია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება უკანონო მოსმენაზე რთავდა უშუალოდ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს.
დღემდე ცნობილი იყო დიპლომატებისა და სხვა პირების საუბრის შინაარსი, თუმცა ახლა, უკვე "პირველებს" ხელში აქვს საელჩოს თანამშორმლების ტელეფონის ნომრების მოსმენაზე ჩართვის საბუთი.
საელჩოს თანამშრომლების ფარული მოსმენა აკრძალულია, ამის მიუხედავად დგინდება, რომ დიპლომატების ნომრები უწყვეტ მოსმენაზე იყო ჩართული.
მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სუს-ი უსმენდა ისრაელის ელჩის თანაშემწეს. დოკუმენტი 2020 წლის 22 იანვრით თარიღდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ვენის კომისიის უხეში დარღვევაა:
დიპლომატების მოსმენა მხოლოდ აღშფოთების საგანი არ არის. ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან უხეში დარღვევა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ალბათ გამართავენ შესაბამის დემარშს საქართველოს ხელისუფლებასთან.
აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ ვართ სანდო პარტნიორი, ვართ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის კომფიდენციალურობის დაცვა და მეტიც, თავად მოიპოვებს იმ ინფორმაციას, რომელიც რუსეთისთვის იქნებოდა ხელსაყრელი"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.