რეალურად "ქარული ოცნების" საქმეს აკეთებდა" - რატომ დაიშალა ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი

20.09.21 11:20
რეალურად "ქარული ოცნების" საქმეს აკეთებდა" - რატომ დაიშალა ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა. ჯგუფის 12-დან შვიდმა ორგანიზაციამ უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეალურად საკონსუტლაციო ჯგუფი მთლიანად პროსახელისუფლებო კადრებით იყო დაკომპლექტებული და "ქართული ოცნების" საქმეს აკეთებდნენ.  წევრებს  შორის იყო ვლადიმერ ბოჟაძის ორგანიზაცია, რომელიც პარალელურად "ქართული ოცნების" კანდიდატია. კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებმა "გამჭირვალობა საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა"(ISFED) დატოვეს. 

გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ჯგუფი, ერთი მხრივ ზეგავლენას ვერ მოვახდენდით და მეორე მხრივ, ის ორგანიზაციები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელთა დაკავშირებით კითხვის ნიშნები გვაქვს. ლადო ბოჟაძე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მონაწილეობდა, თუმცა არის "ქართული ოცნების" კანდიდატი", - ამბობს ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ჯგუფის არსებობა უფრო მეტად საფრთხის შემცველი იყო, ვიდრე პოზიტიური ცვლილების მომტანი საარჩევნო პროცესში. 

12 ორგანიზაცია იყო შემავალი და 12-დან 9 იყო ცესკო-ს გრანტიორი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ჰქონდა ბიუჯეტიდან აღებული, ბევრი მათგანი გამოირჩეოდა პროსახელისუფლებო განცხადებებით. ეს ჯგუფი საფრთხის შემცველი იყო, იმიტომ რომ მის ფუნქციებში შეიძლება ყოფილიყო სადავო უბნებში ხმის გადათვლის მონიტორინგი და მათ ანგარიშებს დაყრდნობოდნენ, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ვითომ ნეიტრალური სტრუქტურა, რომელიც რეალურად "ქარული ოცნების" საქმეს აკეთებდა, დღეს აღარ არსებობს", - ამბობს "სირცხვილიას" ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი. 

"სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" კვლევით დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო.