მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", ჩამოხსნან სიძულვილის ბანერები - ჯაფარიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის შემცველი ბანერები ჩამოხსნას.
მინდა, მოვუწოდო ,,ქართულ ოცნებას", ჩამოხსნან ეს ბანერები. გვესმის, რომ ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ბიზნესიც წნეხის ქვეშ არის, ბიზნესის წარმომადგენლები ვერ იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ,,ქართული ოცნების" ნების საწინააღმდეგო და სწორედ ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამ ბანერებს, რომლებიც ძაბავს ვითარებას, ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას. ეს უნდა იყოს ბოლო არჩევნები, როდესაც ასეთი ტიპის ბანერები ვრცელდება ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში"- აცხადებს ჯაფარიძე.