ღარიბაშვილი ოპოზიციად მხოლოდ ვაშაძეს, ელისაშვილს და ინჯიას აღიარებს
ალეკო ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე და ფრიდონ ინჯია- ეს ის სამი პოლიტიკოსია, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციად აღიარებს. მათ ჯანსაღ ოპონენტად მოიხსენიებს და კონსტრუქციულობის გამო აქებს. სხვა დანარჩენი პოლიტიკოსი საქართველოს პრემიერისთვის მიუღებელია. რის გამო დაიმსახურეს ღარიბაშვილის შექება ,,სტრატეგია აღმაშენებელმა", ,,მოქალაქეებმა" და ,,ევროპელმა სოციალისტებმა"?
სერგო ჩიხლაძე, ,,სტრატეგიას აღმაშენებლის" წევრი, აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება მათი პარტიის ანტიპიარია და ღარიბაშვილზე მათი წარმოდგენა ამ ,,ქების" გამო არ შეიცვლება.
ეს იყო ღარიბაშვილის მიერ სპეციალურად გაკეთებული განცხადება, ეს იყო ანტიპიარი, ღარიბაშვილმა კარგად იცის, რომ მისი ,,შექება" არის დამაზიანებელი,
ანუ პირველ რიგში ეს იყო ანტიპიარი და მეორე, რაც უნდა განაცხადოს ღარიბაშვილმა, ჩვენ იგივე შეხედულებიის ვრჩებით მასთან მიმართებაში, რომ ის არის ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარტია ,,მოქალაქეები" პრემიერის კომპლიმენტს იღებს და თავადაც აღიარებს, რომ არის კონსტრუქციული ოპოზიცია.
ჩვენი მიდგომა განსხვავებულია სხვა ოპოზიციისგან, მაგალითად, როცა სუსი-ს უფროსი იყო პარლამენტში, ჩვენ კითხვებს ვუსვამდით. მე მიმაჩნია, რომ ეს სწორია. -განაცხადა ლევან იოსელიანმა.
დავით ზილფიმიანი ..ევროპელი სოციალისტრების" ლიდერი, აცხადებს, რომ ოპოზიციონერობა დესტრუქციას არ ნიშნავს.
როცა გათავისებული გაქვს, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია არსებობს, ეს უკვე პოზიტიურია. ოპოზიციონერი თუ ხარ, უხეში და დესტრუქციული არ უნდა იყო, ნუ აურევთ. ოპოზიციონერობა დესტრუქცია არ ნიშნავს!- აცხადებს ზილფიმიანი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში არის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელთან თანამშრომლობა შესაძლებელია.