"არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას" - მეგის ქარდავა ადვოკატს შეხვდა

20.09.21 13:17
"არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას" - მეგის ქარდავა ადვოკატს შეხვდა

საქართველოში ექსტრადირების შემდეგ პირველად მეგის ქარდავა ადვოკატს შეხვდა. ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯაშვილმა, რუსთავის მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ქარდავა მისთვის წარდგენილ არც ერთ ბრალს არ აღიარებს. საქართველოში გამოტანილ ყველა  გამამტყუნებელ  განაჩენს ქარდავა გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, ქარდავას პოზიციაა, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება  წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

განაჩენი ყველა გასაჩივრდება, მისი პოზიცია უცვლელია, არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას. წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებს შორის და ეს იყო ამის შემადგენელი ნაწილი, ეს იყო შეთანხმების ნაწილი", - ამბობს ადვოკატი. 

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ახლა ექვსი მიმდინარე და ხუთი განაჩენია. მათ შორისაა ეგრეთ წოდებული კასრების  და წამების, ასევე  არადამიანური მოპყრობის საქმეები.