სატანები ყოველთვის უსმენდნენ მამაოებს - მღვდელი სუს-ზე (ვიდეო)
ფარული ჩანაწერების სკანდალი - ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელი სუს-ს ეშმაკისეულ დაწესებულებას უწოდებს.
ტაძარში, სადაც პატარიაქის და, მონაზონი ნატალია შიოლაშვილი, მსახურობს, "ტვ პირველს" უთხრეს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებს უსმენს.
არ მჯერა ამ მთავრობის, ყველას დედა ვატირე... შეიძლება სასულიერო პირებს უსმენდნენ. სატანები ყოველთვის უსმენდნენ, ყველა სატანაა"- აცხადებს სასულიერო პირი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი სკანდალური დოკუმენტების თანახმად, სუსი ადგენდა, რა მიზნით გააგზავნა უწმინდესმა მისი და ვლადიკავკაზში და მონაზვნის დას უსმენდა. ჩანაწერები 2019 წლის 20 ნოემბრით თარიღდება.
როგორც ჩანს, ილია მეორემ იცის, რომ მოსმენის ობიექტია და ამიტომ დას მინიშნებებით ელაპარაკება, რაც სუს-ს აბნევს და პატრიარქზეც კი საეჭვო ცნობას წერს.
ირკვევა, რომ უთვალთვალებდნენ პატრიარქის დას და ძმისშვილს, მათ შორის სასაფლაოზე მომხდარი ჩხუბის შესახებ სუს-მა ოპერატიული ცნობაც კი დაწერა.