"ოცნება" პანიკაშია - გიორგი გახარია

20.09.21 14:35
"ოცნება" პანიკაშია - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, ყოფილ თანაგუნდელებს დევნაში ადანაშაულებს. 

ექსპრემიერი აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ არის ისეთი "ცეცხლის" ქვეშ, როგორც "საქართველოსთვის". 

მთავრობის ყოფილი მეთაური ამბობს, რომ ხელისუფლება "პანიკაშია", რადგან მათი რეიტინგი ეცემა. 

ჩვენ ვიზრდებით, ,,ოცნება" მცირდება"- აცხადებს გახარია.