ჩანაწერების ავთენტურობის დადგენისთანავე პრემიერი და სუსი-ს უფროსი უნდა გადადგნენ- მამუკა ხაზარაძე
ფარული ჩანაწერების საქმე - გამოკითხვაზე პროკურატურაში ,,ლელოს"ლიდერი მივიდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ მედიას განუცხადა, ჩანაწერების ავთენტურია, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოითხოვს, რომ საიდუმლო ფაილების სკანდალში გარეული ქვეყნის პრემიერი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგნენ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ გამოძიებული უნდა იქნას ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურებისთანავე ქვეყნის მეთაური და სუს-ის მინისტრი უნდა გადადგეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.