გაუჩინარებული თალაკვაძე "პირველებმა" გურიაში იპოვა - პირველი კომენტარი უკანონო ჩანაწერებზე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიისგან გაიგო და დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი იცის. გაუჩინარებული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე "პირველებმა" გურიაში იპოვა. არჩილ თალაკვაძე სუსიდან საიდუმლო ფაილების გამოჟონვის შემდეგ მედიის წინაშე აღარ ჩანდა.
მე არ მაქვს მეტი ინფორმაცია, ვიდრე რაც მედიით გავრცელდა, ამიტომ დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. პასუხებს გასცემს გამოძიება და არა რომელიმე პარლამენტარი. ეს არის დეზინფორმაცია", - ამბობს თალაკვაძე "ტვ პირველთან".