ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს გაიმართება.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.
აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ, კვალის არევის მიზნით, ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამაინიტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობისთვის ორ ახალგაზრდას ბრალი წაუყენა, თუმცა 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულები ამ დრომდე თავისუფლები არიან.