სამარცხვინოა, როცა ღარიბაშვილის სახით "ოცნება" განაცდა - გიორგი გახარია

20.09.21 15:28
სამარცხვინოა, როცა ღარიბაშვილის სახით "ოცნება" განაცდა - გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ უდანაშაულო ხალხისთვის თვალების დათხრა გახარიას ხელწერაა. 

ექსპრემიერის თქმით, მოქმედი პრემიერი ჭორაობს:

ღარიბაშვილს რამის თავი თუ ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მას შეეძლო, აქამდე დაესვა კითხვები და იმის ნაცვლად, ეთერში და რაღაცები იჭორაოს. წაიკითხოს გამოძიებები, რომლებიც მიმდინარეობდა, როგორც პარლამენტის, ასევე პროკურატურის ფარგლებში და საერთაშორისო შეფასებები ამის ყველაფრის და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით ,,ოცნება" განაცდა. ჩვეულებრივად ,,ოცნება" განაცდა - განაცხადა გიორგი გახარიამ.